კომპანიის შესახებ

შპს ნავიტასი (LTD NAVITAS) დაარსდა 2014 წელს.

2014 წლიდან შპს ნავიტასი ოფიციალური დისტრიბუტორია Dr.Brown's - ის ბავშვთა პროდუქციის საქართველოში, 2022 წლიდან შპს ნავიტასი - ს პარტნიორია Sugentech Inc. კორეული ლიდერი, ინოვაციური კომპანია ორსულობის, ოვულაციისა და სხვა ტესტების მიმართულებით.

2026 წლიდან შპს ნავიტასი არის Grownsy-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - საერთაშორისო ბრენდის, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვის მოვლისა და კვებისთვის განკუთვნილი თანამედროვე და ინოვაციური პროდუქციის წარმოებაში. 

შპს ნავიტასი თანამშრომლობს 2 უმსხვილეს სააფთიაქო ქსელთან: PSP და GPC

„დოქტორ ბრაუნის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 190-ზე მეტ აფთიაქში, რომელსაც ჩვენი კომპანია აწვდის პროდუქციას. ასევე ჩვენი პარტნიორია ელექტრონული კომერციის (E-commerce website) საიტი Fon.ge 

კომპანიის ხედვა

კომპანიის ხედვა

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მომხმარებლებსა და პარტნიორებს მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია და სერვისი.
კომპანიის მიზნები

კომპანიის მიზნები

ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება. მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობაზე დაფუძნებული საქმიანობა საშუალებას გვაძლევს ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს. ჩვენი დევიზია ყოველთვის დავრჩეთ სანდო და მოწინავე კომპანიად, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორისათვის.

ჩვენი ბრენდები

Dr.Brown’s არის #1 ამერიკული ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ჩვილებისა და ბავშვების კვებისა და მოვლის ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე. ბრენდი განსაკუთრებით ცნობილია Options+ Anti-Colic ბოთლებით, რომელთა უნიკალური შიდა ვენტილაციის სისტემა ხელს უწყობს კვების დროს ჰაერის გადაყლაპვის შემცირებას და კოლიკის, გაზებისა და ამოქაფების შემსუბუქებას. Dr.Brown’s-ის ასორტიმენტი მოიცავს ჩვილის კვების ბოთლებს, საწოვარებს, სასმელ ჭიქებსა და კვების აქსესუარებს. ბრენდი აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ხარისხსა და ფუნქციურ დიზაინს, რათა ბავშვის კვება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს.

ქალების სასიცოცხლო ციკლის მართვა თვითდიაგნოზის საშუალებით. Surearly Early Sign ორსულობის ტესტი Midstream გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით (10mIU/mL hCG) და სიზუსტით (99%-ზე მეტი). ტესტი უზრუნველყოფს ადვილად წასაკითხ შედეგს 3-5 წუთში და შეუძლია აღმოაჩინოს hCG ჰორმონის ყველაზე დაბალი დონეები, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო ადრე გაიგონ ორსულობის შესახებ.

Grownsy არის ბავშვთა მოვლის თანამედროვე ბრენდი, რომელიც მშობლებს სთავაზობს ინოვაციურ, პრაქტიკულ და კომფორტულ პროდუქტებს ყოველდღიური ზრუნვის გასამარტივებლად. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს ბავშვის საკვების მოსამზადებელ მოწყობილობებს, ელექტრო ცხვირის ასპირატორებს, ბავშვის ელექტრონულ სასწორებსა და ერგონომიულ სატარებლებს ა.შ Grownsy აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ფუნქციურ დიზაინსა და კომფორტს, რათა ბავშვის მოვლა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდეს.

პარტნიორი სააფთიაქო ქსელები