2014 წლიდან შპს ნავიტასი ოფიციალური დისტრიბუტორია Dr.Brown's - ის ბავშვთა პროდუქციის საქართველოში, ასევე ნავიტასის პარტნიორია Sugentech Inc. კორეული ლიდერი, ინოვაციური კომპანია ორსულობის, ოვულაციისა და სხვა ტესტების მიმართულებით.
შპს ნავიტასი თანამშრომლობს 2 უმსხვილეს სააფთიაქო ქსელთან: PSP და GPC
„დოქტორ ბრაუნის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 140-ზე მეტ აფთიაქში, რომელსაც ჩვენი კომპანია აწვდის პროდუქციას. ასევე ჩვენი პარტნიორია ელექტრონული კომერციის (E-commerce website) საიტი VELI.store.
კომპანიის ხედვა
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მომხმარებლებსა და პარტნიორებს მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია და სერვისი.
კომპანიის მიზნები
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება. მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობაზე დაფუძნებული საქმიანობა საშუალებას გვაძლევს ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს. ჩვენი დევიზია ყოველთვის დავრჩეთ სანდო და
მოწინავე კომპანიად, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორისათვის.
ჩვენი ბრენდები
#1 პედიატრების მიერ რეკომენდებული ბავშვის ინოვაციური პროდუქტები, რომელებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობასა და კვებას.
ქალების სასიცოცხლო ციკლის მართვა თვითდიაგნოზის საშუალებით.
ორსულობისა და ოვულაციის მრავალჯერადი ტესტ სისტემა.